Thumbnail

ტოჩინოშინმა მე-9 ბრძოლა დათმო - ჰაცუ ბაშო ერთ დღეში სრულდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-14 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა ტაკაიასუსთან უვატენაგეს ილეთით წააგო

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მე-9 ბრძოლა დათმო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, სეკივაკე ტაკაიასუს დაუპირისპირდა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინს ჰაცუ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი აქვს - 5 მოგება და 9 მარცხი. მისი მეტოქე ბოლო საჭიდაო დღეს ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ტოჩინოშინმა ტაკაიასუსთან უვატენაგეს ილეთით წააგო

ტოჩინოშინმა ტაკაიასუსთან უვატენაგეს ილეთით წააგო

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 25 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები