Thumbnail
  • ანტუან გრიზმანმა ბარსელონაში ადაპტაციაზე ისაუბრა
  • ფრანგს ლიონელ მესის ჯერ ბოლომდე არ ესმის

ანტუან გრიზმანს ბარსელონაში ადაპტაციის პერიოდი გაუგრძელდა და ამას თვითონ ფრანგი ფორვარდიც არ უარყოფს. გრიზმანს ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ 7 გოლი 4 საგოლე პასი აქვს. DAZN Italia-სთან ინტერვიუში გრიზმანმა კატალონიურ პირველი სეზონის პირველი ნახევარი შეაფასა.

“ბარსელონაში თამაშისას სიამაყეს ვგრძნობ. ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. მინდა, რომ ბარსას ისტორიის ნაწილი გავხდე, მაგრამ ამისათვის უფრო მეტი შრომა და დროა საჭირო. ჩემი მიზანია, ბარსელონას მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო,” - განაცხადა გრიზმანმა ხსენებულ ინტერვიუში.

28 წლის ფრანგი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ბარსას ქომაგების იმედები ჯერ ბოლომდე ვერ გაამართლა და იმისათვის, რომ კატალონიური გრანდის სრულფასოვან ვარსკვლავად მიიჩნიონ, გაცილებით მეტი გოლი უნდა გაიტანოს და მეტი საგოლე პასი უნდა გააკეთოს: “ვცდილობ, ბარსელონას სტილთან და თანაგუნდელებთან ადაპტირებას. ტაქტიკური თვალსაზრისითაც კიდევ ბევრ რამეს უნდა მივეჩვიო. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ეს დამეხმარება, რომ შედეგები გავაუმჯობესო.”

Dazn Italia-სთან ინტერვიუში გრიზმანმა ლიონელ მესიზე და მასთან ერთად თამაშზეც ისაუბრა: “ლეო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია. მასთან ერთად გუნდში თამაში სიამოვნებაა. ჯერ კიდევ ვცდილობ, გავიგო, როგორ მოძრაობს მესი, როგორ იხსნება და რას ფიქრობს, როცა ბურთი აქვს, რათა მასთან კომბინაციები გავაუმჯობესო.”

კომენტარები

ბოლო ამბები