Thumbnail

კოპა დელ რეი | რეალისა და ბარსელონას მეტოქეები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთში კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • ბარსელონა კამპ ნოუზე ითამაშებს, რეალს სტუმრად თამაში მოუწევს

ესპანეთში კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ტურნირის მერვედფინალში 16-დან 10 გუნდი ლა ლიგას წარმოადგენს. 4 გუნდი ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელია, ხოლო 2 კლუბი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს.

თასის მოქმედი გამარჯვებული ვალენსია ლეონესას ესტუმრება, რომელმაც თასიდან მადრიდის ატლეტიკო გააგდო. მადრიდის რეალის მეტოქე სარაგოსა იქნება, ხოლო ბარსელონა ლეგანესს უმასპინძლებს. შეხვედრები სამ დღეზე გადანაწილდება. მატჩები 28, 29 და 30 იანვარს გაიმართება.

მერვედფინალური წყვილები

ბადახოსი V გრანადა

ლეონესა V ვალენსია

ტენერიფე V ბილბაო

სარაგოსა V მადრიდის რეალი

მირანდესი V სევილია

რაიო ვალეკანო V ვილიარეალი

ბარსელონა V ლეგანესი

სოსიედადი V ოსასუნა

კომენტარები

ბოლო ამბები