Thumbnail

პირველი მედალი საქართველოს - ლუკა მაისურაძემ ბრინჯაო მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ვედატ ალბაიარაქს მოუგო
  • საქართველომ 2020 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურზე პირველი მედალი მოიპოვა

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ვანო რევაზაშვილი, იგივე ვედათ ალბაიარაქი დაამარცხა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლუკამ მეტოქე ვაზარიზე დააგდო და გამარჯვება იზეიმა.

საქართველოსთვის მაისურაძის ბრინჯაო 2020 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურზე პირველი მედალია. ლუკა მეოთხედფინალში დამარცხდა, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება რეპეშაჟში მოუწია. საბოლოოდ, მან ჯერ რუსი მეტოქე დაამარცხა და ბოლო ბრძოლა რევაზაშვილს მოუგო.

ხვალ, საქართველოს ღირსებას კიდევ 4 ძიუდოისტი დაიცავს: იმედა გოგოლაძე (90კგ), ილია სულამანიძე (100კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლით დაასრულა

Posted by We Love Judo on პარასკევი, 24 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები