Thumbnail

ტევესი იუნაიტედში ბრუნდება? კლუბი რაშფორდის დროებით შემცვლელს ეძებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მარკუს რაშფორდი 6 კვირით დაიმტვრა
  • 'კარლიტო' იუნაიტედის ღირსებას 2007-09 წლებში იცავდა

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი და წელს მთავარი შემტევი ძალა - მარკუს რაშფორდი 6 კვირით დაშავდა. შედეგად სულშერი ეძებს ფორვარდს, რომელიც გუნდს სწრაფად მოერგება და დროებით ძირითადის თავდამსხმელს შეცვლის.

როგორც Tuttosporti-ი წერს კლუბი არგენტინელი ვეტერანის - კარლოს ტევესის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც იუნაიტედის ღირსებას 2007-09 წლებში იცავდა და რომელსაც გუნდთან ერთად 2008 წელს ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. 

ტევესმა ევროპა (ვესტ ჰემი, იუნაიტედი, სიტი, იუვენტუსი) 2015 წელს დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. შემდეგ იყო შანხა შენხუასთან მეგა-ტრანსფერი, ხოლო 2015 წლიდან ისევ ბოკაში თამაშობს, სადაც წელს გამართულ 20 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები