Thumbnail

'ჯანო ჩემი ტკივილია' - სპარტაკის ყოფილმა შეფ-სკაუტმა ანანიძე გაიხსენა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკს ამ ზამთარს დაემშვიდობა
  • სპარტაკის ყოფილმა შეფ-სკაუტმა ქართველი ნახევარმცველი გაიხსენა
  • ავერიანოვის თქმით, ჯანო კლუბის აღზრდილებს ერთი თავით სჯობდა

მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა შეფ-სკაუტმა ალეკსანდრ ავერიანოვმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

27 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც სპარტაკის მთავარი გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, მოსკოვურ კლუბს ამ ზამთარს საბოლოოდ დაემშვიდობა და ამიერიდან კვიპროსულ ანორთოსისში ითამაშებს.

მოსკოვურ კლუბში ჯანოს კარიერა ტრავმებმა მნიშვნელოვნად დააზარალა

ერთ-ერთი, ვისი წყალობითაც ანანიძე 2007 წელს, სპარტაკის სისტემაში აღმოჩნდა, სწორედ ალეკსანდრ ავერიანოვი იყო. მისი თქმით, ჯანო სპარტაკის ახალგაზრდებიდან ყველაზე ნიჭიერი იყო.

"ის პირველად დუბლების მაშინდელმა ადმინისტრატორმა ვიაჩესლავ კრილოვმა საქართველოს და რუსეთის ჭაბუკთა ნაკრებების მატჩში ნახა და ჩვენ დაგვირეკა: "ძალიან საინტერესო ბიჭუნაა, მოდით და ნახეთ". ჯანო მოგვეწონა, შემდეგ კი ის იურმალისა და ავსტრიის ტურნირებზეც ვნახეთ და საბოლოოდ, კლუბში სინჯებზე მოვიდა...

📺 ჯანო სპარტაკში

იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის, რომელსაც ვაკვირდებოდი, ჯანო ყველაზე პერსპექტიული იყო - აღფრთოვანებას იწვევდა სათამაშო აზროვნებითა და შესრულებით. მაშინ სპარტაკის აკადემიაში ასეთი ყმაწვილები უბრალოდ არ იყვნენ. 

ჯანო ჩემი ტკივილია. პოტენციალით ერთი თავით მაღლა იდგა ჩვენს აღზრდილებზე, მაგრამ მისი რეალიზება ვერ შეძლო. საკუთარ თავს ვერ აჯობა", - ამბობს ავერიანოვი.

ჯანომ სპარტაკში სადებიუტო გოლი 16 წლისამ გაიტანა და კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდსმენია

კომენტარები

ბოლო ამბები