Thumbnail

ედენ აზარი რეალს უბრუნდება - ბელგიელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 29 წლის ფეხბურთელს კოჭის დაზიანება ჰქონდა
  •  ბელგიელმა გარემარბმა თავისი წონის შესახებ ისაუბრა

ედენ აზარმა ტრამვის შემდეგ ვარჯიში განაახლა. ბელგიელმა დაზიანება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მიიღო, რომელშიც "სამეფო კლუბმა" პარის სენ-ჟერმენთან ფრედ 2:2 ითამაშა.

29 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის კოჭი დაიზიანა. თავდაპირველი ინფორმაციით, ტრავმა უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო, თუმცა ხელმეორედ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ბელგიელის დაზიანება სერიოზული იყო.

ბელგიელს კოჭი აწუხებდა

შემტევმა ტრამვის გამო დიდი პერიოდი გამოტოვა. ედენმა ვერ ითამაშა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაშიც. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, აზარი ვარჯიშს უბრუნდება და შეეცდება, მასზე გაცემული იმედები გაამართლოს.

ბელგიელს ზედმეტი წონის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. ედენმა ამის შესახებ AS-სთან ისაუბრა.

"ზაფხულში 5 კილო მოვიმატე. ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც წონაში ძალიან სწრაფად იმატებს და სწრაფადვე იკლებს, თუ მას ყურადღებას მიაქცევს. 18 წლის, ლილში თამაშის დროს, 73 კილოს ვიწონიდი. შემდეგ კუნთის მასა მომემატა და 75 კილო გავხდი. ზაფხულში კი 80 კილო ვიყავი", - განაცხადა აზარმა.

ედენს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი თითო გატანილი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა. ბელგიელმა 5 შეხვედრა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც ვერც გოლი გაიტანა და ვერც თანაგუნდელს გაატანინა.

კომენტარები

ბოლო ამბები