Thumbnail

‘იმედია, მთელ დღეს ტირილში არ გავატარებ’ – ვოზნიაცკის ბოლო მატჩი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დანიელმა ვარსკვლავმა კარიერა დაასრულა
  • ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერა დაასრულა. ეს, მას შემდეგ მოხდა, რაც დანიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში ტუნისელ ონს ჟაბერთან 5:7, 6:3, 5:7 წააგო.

29 წლის ვოზნიაცკის პროფესიულ კარიერაში 30 ტიტული აქვს მოგებული და მათ შორის შედის 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა. ამას გარდა, კაროს 2-ჯერ უთამაშია აშშ-ს ღია პირველობის ფინალში.

ვოზნიაცკიმ ქალთა საჩოგბურთო რეიტინგის სათავეში 71 კვირა გაატარა, რაც ისტორიაში მე-10 შედეგია.

დანიელი ვარსკვლავი 11 წლის (2008-2018) განმავლობაში მინიმუმ 1 ტურნირის მოგებას ახერხებდა, სეზონი პირველ ადგილზე 2-ჯერ დაასრულა, ტოპ 10-ში კი – 8-ჯერ.

ტუნისელთან მატჩის შემდეგ, პუბლიკამ კაროლინას, რომელმაც კარიერის განმავლობაში 34 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, გულთბილი გაცილება მოუწყო.

კაროლინ ვოზნიაცკი ოჯახურ გარემოში

კორტზე გავიდნენ დანიელის მშობლები, ძმა და მეუღლე დევიდ ლი. ემოციებით იყო დატვირთული ვოზნიაცკის კომენტარიც.

“იმედი მაქვს, ახლა, მთელ დღეს ტირილში არ გავატარებ, თუმცა, ხელსახოცები მომზადებული მაქვს.

არ გამკვირვებია, რომ ჩემი ბოლო მატჩი სამსეტიანი გამოდგა და ის ჩემივე შეცდომით დასრულდა ფორჰენდზე.

ეს, ისაა, რასაც მთელი კარიერა ვუჩიოდი (ატირდა). ალბათ, სხვაგვარად არც გამოვიდოდა”.

კომენტარები

ბოლო ამბები