Thumbnail
  • NBA-მ 2020 წლის ოლ სტარის სტარტერები გამოაქვეყნა
  • ლუკა დონჩიჩი ყველა ვარსკვლავის მატჩის 10 საუკეთესოშია
  • ლებრონი და იანისი გუნდებს 6 თებერვალს დაასახელებენ

ყველა ვარსკვლავის მატჩამდე 3 კვირით ადრე, NBA-მ ‘ოლ სტარის’ 10 სტარტერის სია გამოაქვეყნა!

🏀 აღმოსავლეთ კონფერენციის კაპიტანი კვლავ მილუოკის სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპოა. კონფერენციიდან ხუთეულში ასევე მოხვდნენ: პასკალ სიაკამი (ტორონტო რეპტორსი), ჯოელ ემბიიდი (ფილადელფია სიქსერსი), კემბა უოკერი (ბოსტონ სელტიკსი) და ტრეი იანგი (ატლანტა ჰოკსი).

🏀 დასავლეთ კონფერენციის კაპიტანიც არ შეცვლილა - ლებრონ ჯეიმსი! ხუთეულში ასევე მოხვდნენ: ენტონი დევისი (ლეიკერსი), კავაი ლეონარდი (ლოს ანჯელეს კლიპერსი), ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიკსი) და ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონ როკეტსი).

გუნდები ამ ფორმებით ითამაშებენ

გამოკითხვაში ფანებთან ერთად (50%) მოთამაშეები (25%) და მედიის წარმომადგენლები (25%) მონაწილეობდნენ. გუნდების კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი (დასავლეთ კონფერენციიდან) და იანის ანტეტოკუნმპო (აღმოსავლეთიდან) არიან, რადგან ყველაზე მეტი ხმა მიიღეს - ახალი ფორმატის მიხედვით, რომელიც პირველად შარშანწინ დაინერგა, გუნდებს სწორედ ისინი აირჩევენ (კონფერენციებისგან დამოუკიდებლად). ლებრონი და იანისი ამას 6 თებერვალს გააკეთებენ. პირველი არჩევანი ლებრონს აქვს, რადგან მან უფრო მეტი ხმა მიიღო. რეზერვისტებს კი მთავარი მწვრთნელები, 30 იანვარს დაასახელებენ.

ლებრონ ჯეიმსი მე-16-ედ მოხვდა ოლ სტარის სასტარტო ხუთეულში - ამ შედეგით ის NBA-ს 5-გზის ლეგენდარულ ჩემპიონ კობი ბრაიანტს გადაასწრებს, რომელმაც ყველა ვარსკვლავის მატჩში სტარტერის რანგში 15-ჯერ ითამაშა. ოლ სტარზე საერთო ჯამში მონაწილეობის რაოდენობით ლებრონი მესამე ადგილზეა და მხოლოდ კარიმ აბდულ-ჯაბარს (19) და კობი ბრაიანტს (18) ჩამორჩება.

წელს, NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი 16 თებერვალს, ჩიკაგოს ‘იუნაიტედ ცენტრში’ გაიმართება. ეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რიგით 69-ე ოლ სტარი იქნება.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები