Thumbnail
  • ბასკონია 83:79 ხიმკი
  • შენგელიას 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის 21-ე ტურში რუსულ ხიმკის უმასპინძლა და 83:79 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 25:24 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულას, 4 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 4-დან 2-ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ვიტორიელებმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა და ევროლიგაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო შეივონ შილდსი იყო, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო.

ბასკონია მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში ოლიმპიაკოსს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები