Thumbnail
  • ცინცაძემ 21 ქულა მოაგროვა, ბერიშვილმა – 15
  • ალ შამალმა ბოლო 9-დან მე-8 მატჩი მოიგო

გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის ალ შამალმა ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში ბოლო 9 მატჩიდან მე-8 მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება.

ქართველი ლეგიონერების გუნდმა სტუმრად ყატარ სპორტსს 88:82 სძლია, ჩვენებურებმა კი ჯამში 36 ქულა ჩააგდეს.

ცინცაძემ მოედანზე 38:57 წუთი გაატარა და 21 ქულა, 6 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (25) მიხედვით, ცინცაძე მხოლოდ ამერიკელ აარონ მიტჩელს ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულას 7 მოხსნა წაამატა.

ბერიშვილმა შეუცვლელად ანუ 40 წუთს ითამაშა და 15 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

ალ შამალმა 11 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, მომდევნო მატჩს კი 26 იანვარს, სტუმრად, ალ რაიანთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები