Thumbnail

დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე - კაზაკოვასა და რევიას დუეტის TOP 10-ის შანსი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მარია კაზაკოვასა & გიორგი რევიას დუეტი ევროპის ჩემპიონატზე
  • 27 მონაწილეს შორის ქართული წყვილი ჯერჯერობით მე-12-ეა

ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. დღეს შეჯიბრი ყინულზე ცეკვებში დაიწყო - რითმულ ცეკვებში 27 წყვილი გამოვიდა არენაზე, მათ შორის კი მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქართულიდუეტი.

კაზაკოვამ და რევიამ ქვიქსტეპი Take Good Care of My Baby შეასრულეს და ჯამში 67.49 ქულა დაიმსახურეს. აქედან 37.95 ქულა ტექნიკურ ელემენტებში, ხოლო 29.54 პროგრამულ კომპონენტებში. ეს წყვილი დიდებში ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ეს შედეგი 27 წყვილს შორის მე-12-ეა. 27 მონაწილიდან ბრძოლას 20 აგრძელებს. თავისუფალ ცეკვაში ტურნირი 25 იანვარს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში კაზაკოვასა და რევიას წყვილმა ტრიუმფით მოიგო წლის ფინალური გრან პრი ახალგაზრდებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები