Thumbnail
  • კშიშტოპ პიონტეკმა მილანის ძირითადში ადგილი დაკარგა
  • იტალიური კლუბი 24 წლის პოლონელ თავდამსხმელს 30 მილიონ ევროდ აფასებს

მას შემდეგ, რაც მილანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა, კშიშტოფ პიონტეკმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. შესაბამისად, იტალიური კლუბი 24 წლის პოლონელი თავდამსხმელის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

იტალიური სპორტული მედიის ცნობით, პიონტეკის დამატება იჯარით მადრიდის ატლეტიკოს და ტოტენჰემს სურდათ, მაგრამ 'როსონერისგან' ორივე კლუბმა უარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ იტალიელებს მხოლოდ სრულფასოვანი ტრანსფერი აწყობთ, ფეხბურთელის ფასი კი 30 მილიონი ევროა.

პიონტეკი მილანში 2019 წლის იანვარში გადავიდა და მის სანაცვლოდ ლომბარდიულმა კლუბმა ჯენოას 38 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში, პოლონელმა თავდამსხმელმა 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა, აქედან 3 პენალტი.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები