Thumbnail
  • რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშია
  • ფედერიკო დელბონისთან მას მხოლოდ მეორე წრეში გაუჭირდა
  • სტენ ვავრინკამ ურთულესი მატჩი მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშია - შარშანდელმა ფინალისტმა არგენტინელი ფედერიკო დელბონისი სამ სეტში, 6:3, 7:6 (7:4), 6:1 დაამარცხა. როგორც ანგარიშიდანაც ხედავთ, რაფას არგენტინელის (ATP 76) ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდა - დელბონისმა ნადალს პრობლემები მხოლოდ მეორე სეტში შეუქმნა, რომელიც ესპანელმა ტაიბრეიკით მოიგო.

რაფას მომდევნო მეტოქე მისი თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა იქნება, რომელმაც გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი დაამარცხა. 

“ეს ნამდვილად არ იყო ადვილი თამაში. ბრეიკის ბევრი მომენტი გავუშვი ხელიდან, მაგრამ მაინც ვიპოვე გზა, რომ მეორე სეტი მომეგო. მესამე სეტში უკვე ძალიან თავისუფლად, ნერვიულობის გარეშე ვთამაშობდი და შედეგიც სახეზეა,” - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.

სტენ ვავრინკა

მესამე წრეში გასვლა ძალიან გაუჭირდა შვეიცარიელ სტენ ვავრინკას, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობა 2014 წელს მოიგო. ვავრინკა, რომელიც ახლა მსოფლიოს მე-15 ჩოგანია, იტალიელ ანდრეას სეპისთან წაგებას ძლივს გადაურჩა. შვეიცარიელმა 3:38-საათიანი ბრძოლა 4:6, 7:5, 6:3, 3:6, 6:4 მოიგო. მეხუთე სეტში ვავრინკა ბრეიკით 3:4-ს აგებდა, მაგრამ სეტი შეატრიალა და მისი მომდევნო მეტოქე ამერიკელი ჯონ ისნერი იქნება.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები