Thumbnail
  • ბორჯღალოსნებმა ქალაქ მანდელიუში 3-დღიანი შეკრება გაიარეს
  • 27 იანვარს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი 2 მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ''ბორჯღალოსნები'' პირველ თებერვალს ''დინამო არენაზე'' რუმინეთს უმასპინძლებენ, ხოლო 9 თებერვალს მადრიდში ესპანეთს ესტუმრებიან.

ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ მანდელიუში 3-დღიანი (20-22 იანვარი) შეკრება გაიარა. ადგილობრივ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები თბილისში ბრუნდებიან, ხოლო ლეგიონერები კიდევ ერთ ტურს ითამაშებენ და 27 იანვარს ''შევარდენის'' სარაგბო ბაზაზე გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბება.

საფრანგეთში შეკრება 34-მა მორაგბემ გაიარა. რუმინეთთან გასამართი მატჩისთვის კი სრული შემადგენლობა 31 იანვარს დასახელდება.

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი, 1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, საფრანგეთი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი, 3), ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 3), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი, 4-5), ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, ინგლისი 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი, 4-5), ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი, 6-8), ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი, 6, 7), ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი, 7, 8), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, კრასნოიარსკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10), თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი, 10), გიორგი კვესელაძე (ჯიქი, 12), დავით კაჭარავა (ენისეი, კრასნოიარსკი, 13), თამაზ მჭედლიძე (რუანი, საფრანგეთი, 11-14), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, მოსკ. 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11-14), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), მირიან მოდებაძე (აია, 11, 14, 15), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები