Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ახალგაზრდული მსოფლიოსთვის ემზადება
  • ახალგაზრდა მორაგბეებმა პირველი შეკრება 'შევარდენის' სანაკრებო ბაზაზე გაიარეს

''უმცროსი ბორჯღალოსნებმა'' 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყეს და პირველი შეკრება ''შევარდენის'' სანაკრებო ბაზაზე 16 -22 იანვარს გაიარეს.

წლის პირველი შეკრებაში მონაწილეობა მხოლოდ ქართულ გუნდებში მოთამაშე მორაგბეებმა მიიღეს. 20-წლამდელებმა 18-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური მატჩიც გამართეს. 

''უმცროსი ბორჯღალოსნები'' მომდევნო შეკრებას 13-16 თებერვალს გაივლიან, რის შემდეგაც 21 თებერვალს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც ბოლო ორი წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულ საფრანგეთთან, 26 თებერვალს და 1 მარტს ორი საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ.

2020 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს მეტოქეები შეუცვალეს. მსოფლიო რაგბიმ ჯგუფების გადანაწილება შეცვალა და საქართველო უფრო რთულ ჯგუფში მოხვდა, სადაც ''უმცროსი ბორჯღალოსნების'' მეტოქეები ახალი ზელანდია, ავსტრალია და უელსი იქნებიან.

შეკრება მონაწილეობა ამ მორაგბეებმა მიიღეს

პირველი ხაზი: ლუკა ახვლედიანი (არმაზი, 1), მამუკა მსტოიანი (აკადემია, 1), ნუგზარ სომხიშვილი (არმია, 1), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი, 1); ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი, 2), საბა ხონელიძე (აია, 2); ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი, 3), ნიკა ნარმანია (არმაზი, 3), ირაკლი პურიჭამიაშვილი (ხარები, 3); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი, 4-5), გიორგი სინაურიძე (აია, 4-5), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი, 4-5), რობი ნერსეზაშვილი (ლელო-სარასენსი, 4-5); ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი, 6-7), საბა კურტანიძე (ხვამლი, 6-7), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი, 6-7), ანდრო ღარიბაშვილი (ხარები, 6-7), ლუკა კოხია (არმაზი, 6-7);

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი, 9), გუგა მარგველაშვილი (აია, 9), ლუკა მატკავა (არმაზი, 9-10); სანდრო მარგიანი (აკადემია, 10), სერგი ჩხაიძე (იუნკერები, 10), ნიკა ცინცაძე (ხვამლი, 10), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი, 10); ლაშა ლომიძე (აია, 12), ირაკლი სიმსივე (აია, 12), გივი ცინცაძე (არმაზი, 12), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, 13), ზაურ ლუტიძე (ხვამლი, 13); თემურ კოხოძე (აია, 11), ზურაბ ქავთარაძე (ხარები, 11), ნიკოლოზ ძნელაძე (აია, 14), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, 14), დავით გობეჯიშვილი (აია,15), ზურა ქობელაშვილი (ხვამლი, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები