Thumbnail
  • 📅 24 იანვარი | ⌚ 23:45 | 🏉 ხაგუარესი V საქართველო XV | 📺 ESPN
  • ბესიკ ხამაშურიძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

24 იანვარს, თბილისის დროით 23:45-ზე, საქართველო XV სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან 2 მატჩიანი სერიის მეორე შეხვედრას გამართავს. სერიის პირველ შეხვედრაში არგენტინელებმა დიდი სხვაობით, 66:3 იმარჯვეს.

სერიის მეორე მატჩი ბუენოს აირესში, "სან ისიდრო კლაბში" გაიმართება. საქართველო XV ბუენოს აირესში პირველი მატჩის შემდეგ ჩავიდა და ადგილზე აგრძელებს მზადებას სერიის დასკვნითი მატჩისთვის.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ბესიკ ხამაშურიძემ სამატჩო რაზმი დაასახელა. თუ წინა მატჩში გუნდებმა 29-29 მოთამაშით ითამაშეს, ამჯერად გუნდები 26-26 მორაგბით ითამაშებენ. შეცვლები ამჯერადაც შეუზღუდავი იქნება.

საქართველო XV: 15. დავით მოძღვრიშვილი, 14. ანზორ სიჭინავა, 13. სანდრო მამამთავრიშვილი, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. ნიკა გიგაური, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი.

1. ზურაბ ერისთავი, 2. ბეკა მამრიკიშვილი, 3. ანტონ ფეიქრიშვილი (კაპ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. გურამ შენგელია, 7. კობა ჯიმშელეიშვილი, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

სათადარიგო შემადგენლობა: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. ბექა გვარამია, 18. ნიკა პატარაია, 19. დაჩი კოპაძე, 20. ვანო ფუტკარაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. გურამ ქანდაურაშვილი, 24. გიორგი ჭუაძე, 25. არჩილ აბესაძე, 26 თორნიკე კიკნაძე

#საქართველოXV-ის შემადგენლობა სერიის მე-2 მატჩისთვის ცნობილია 🏉 გაიგე მეტი აქ: bit.ly/2tybrrH (შემადგენლობა...

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები