Thumbnail

ბრძოლა ქამრისთვის - ლაშა გურგულიანის და ედგარ ორტეგას დაპირისპირება თბილისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 26 იანვარს, ვერის კალათბურთის დარბაზი საკრივო შოუს უმასპინძლებს
  • მთავარი დაპირისპირების გარდა, სარეიტინგო ორთაბრძოლებიც შედგება

26 იანვარს, 16:00 საათზე, ვერის კალათბურთის დარბაზი კრივის შოუს უმასპინძლებს. საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის და Boxing Group promotion-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი, (WBF ვერსიით, 69 კგ. წონით კატეგორიაში) ლაშა გურგულიანი თავის ქამარს მექსიკელი ედგარ ორტეგას წინააღმდეგ 12-რაუნდიან ბრძოლაში დაიცავს. 29 წლის მექსიკელი ლათინური ამერიკის ქვეყნების ყოფილი ჩემპიონია WBO ვერსიით.

ლაშა გურგულიანმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 2019 წლის მაისში ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მოიპოვა, სადაც ადგილობრივ მებრძოლს, ანდრეას ვალავანისს ბრწყინვალე სტილში მოუგო. სატიტულო ბრძოლის გარდა, გაიმართება 12 სარეიტინგო დაპირისპირება, რომელშიც მონაწილეობას გამორჩეული მოკრივეები მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

25 იანვარს, მოკრივეთა სამედიცინო შემოწმება, ოფიციალური აწონვები და პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მოკრივეების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი და მსოფლიო კრივის ფედერაციის (WBF) პრეზიდენტი ჰოვარდ გოლდბერგი.

კრივის საღამოზე გულშემატკივრების დასწრება თავისუფალია. მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლის გარდა, სარეიტინგო ორთაბრძოლებს ჩაატარებენ შემდეგი მოკრივეები:

სერგო აგამიროვი  (თბილისი) V კახა ავეტისიანი (ბორჯომი)
გიორგი ბლიაძე (ბორჯომი)  V შალვა გუჩმაზოვი (გურჯაანი)
კონსტანტინე ხვისტანი (ქუთაისი) V ნოდარ კუტიბაშვილი (სიღნაღი)
ზურა მექერიშვილი (გურჯაანი) V თამაზ იზორია ( ზუგდიდი) 
უმეკაშვილი გიორგი (თბილისი) V გიორგი გუჯეჯიანი (მარნეული)
აბულაძე მამუკა (ვარიანი) (დებ) V დავით ბიძინაშვილი (გორი) 
ოდიკაძე აჩიკო (ვარიანი) V შარიაშვილი ირაკლი (რუსთავი)
იაგო კიზირია (ფოთი) V ლადო გაბისონია (ზუგდიდი) 
ედგარ სარქისიანი (თბილისი) V დათო შერვაშიძე (ბათუმი)
დათო ნანავა (ფოთი) V მალხაზ თათრიშვილი (გორი) 
ნინო კოპაძე (ბათუმი) V ლილი ჯუმალი (ქუთაისი) 

კომენტარები

ბოლო ამბები