Thumbnail

2020 წლის სამთო-სათხილამურო თასის პირველი ეტაპი მესტიაში შედგება

  • უთოვლობის გამო, საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები დაგვიანებით იწყება
  • შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის გუნდები

25-26 იანვარს, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია მესტიაში 2020 წლის სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების პირველ ეტაპს გამართავს. შეჯიბრება ჰაწვალის ფერდობზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში ორი დღის განმავლობაში ჩატარდება.

უთოვლობის გამო, საქართველოს თასის გათამაშების ეტაპები დაგვიანებით იწყება. იმედია, უთოვლობა არ შეუშლის ხელს, რომ დანარჩენი დაგეგმილი ეტაპები დროულად გაიმართოს. მოთხილამურეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ :

ბავშვები  I - დაბადების წელი: 2006-2007
ბავშვები II - დაბადების წელი: 2004-2005
მოზრდილები და იუნიორები - დაბადების წელი: 2003 და უფროსი ასაკი

შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ: გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ნაკრები გუნდები, რომლებმაც გასული წლის შიდა რეგიონალურ ჩემპიონატებზე წარმატებას მიაღწიეს და საქართველოს მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. 

2020 წლის ზამთრის სეზონზე, სვანეთის, გუდაურის, აჭარის და ბაკურიანის სპორტ-სკოლების ათ-ათ მოთხილამურეს აქვს მოპოვებული უპირატესობა, რომ  საქართველოს თასის გათამაშების ეტაპებში მიიღოს მონაწილეობა. სწორედ მათ მიეცემათ ასპარეზობის საშუალება.

შემდეგი ეტაპების გრაფიკი 

II ეტაპი - 6-8 მარტი (გუდაური)
III ეტაპი - 20-22 მარტი (გუდაური)
IV ეტაპი - 9-12 აპრილი (გუდაური /სვანეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები