Thumbnail
  • 18 წლის ფეხბურთელი ინგლისში კარგ სეზონს ატარებს
  • არსენალს გაბრიელ მარტინელის შენარჩუნება სურს

DailyMail-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი გაბრიელ მარტინელით დაინტერესდა. “სამეფო კლუბი” 18 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, ბრაზილიელი ყველაზე ძვირად შეძენილი 18 წლის ფეხბურთელი იქნება. 

არსენალს გაბრიელის გაყიდვა არ სურს და მისი ხელფასის სამჯერ გაზრდას გეგმავს. ამ დროისთვის მარტინელის ხელფასი კვირაში 10 000 ფუნტია. “მეთოფეები” აპირებენ, ახალგზარდა ფეხბურთელს კვირაში 30 000 ფუნტი გადაუხადონ და გუნდში დატოვონ. მარტინელი მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ინგლისურ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

ფორვარდი ლონდონის არსენალს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი მანამდე სამშობლოში ბრაზილიაში თამაშობდა და იტუანოს ღირსებას იცავდა. გაბრიელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 3 გოლით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები