Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 ფერნანდო ვერდასკო 
  • ქართველმა ჩოგბურთელმა შარშანდელი ქულები ვერ დაიცვა

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში დამარცხდა 26-ე ნომრად განთესილი 27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (29). მან 31 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან (51) ოთხ სეტში წააგო - 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6. 

ბასილაშვილმა პირველ სეტში პირველივე გეიმი აართვა მეტოქეს და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. გადამწყვეტი მეორე სეტი აღმოჩნდა, რომელიც ნიკამ ტაი ბრეიკში დათმო - 5:7. ამის შემდეგ ესპანელმა ზედიზედ ორი სეტის მოგება შეძლო. შეგახსენებთ, რომ შარშან ქართველი ჩოგბურთელი მესამე წრემდე გავიდა. ასე რომ, ის რეიტინგში მორიგ ქულებს დაკარგავს. 

ბასილაშვილმა 11 ბრეიქ პოინტიდან მხოლოდ 3 გამოიყენა

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ნიკამ სამხრეთკორეელი კვონ სუნ ვუ ხუთსეტიან ბრძოლაში დაამარცხა. რაც შეეხება მატჩს ესპანელ ჩოგბურთელთან, 4 სეტი 2 საათსა და 51 წუთს გაგრძელდა. ვერდასკომ 13 ეისი ჩააწოდა, ბასილაშვილმა - 4. ნიკამ 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ესპანელმა მხოლოდ - 3. ნიკამ თამაშში 58 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ფერნანდო ვერდასკო 1/16 ფინალშია, სადაც მისი მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) იქნება. 

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები