Thumbnail
  • 24 იანვარი | ⌚ 16:00 | 🤽‍♂ საქართველო V გერმანია  | 📺 პირველი არხი
  • ახლახან საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 10:7 მოუგო

24 იანვარს ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს გამართავს - რევაზ ჩომახიძის გუნდი მე-9 ადგილისთვის მატჩში გერმანიას დაუპირისპირდება.

ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 12:6 დაამარცხა, ხოლო გერმანიამ 15:10 მოუგო რუმინეთის ნაკრებს. გამარჯვებულთა რიგებში 4-4 გოლი დენის სტრელეცკიმ და მარკო სტამმა გაიტანეს, ხოლო ბენ რაიბელი 3 გოლით გამოირჩა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ახლახან მონტენეგროს ოთხთა ტურნირში შეხვდა გერმანიას და 10:7 მოუგო. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა თბილისშიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში - 9:7. ევროპის წინა პირველობაზე კი გერმანელებმა 11:10 გაიმარჯვეს. 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მე-4 ჩემპიონატზე ასპარეზობს: 2014 წელს მე-12 ადგილი დაიკავა, 2016 წელს - მე-14, ხოლო 2018 წელს - მე-13 ადგილი. ახლა კი საუკეთესო შედეგი მიღწეულია, რომელიც შესაძლოა, იყოს მე-9 ადგილი, გერმანელებთან გამარჯვების შემთხვევაში.  

კომენტარები

ბოლო ამბები