Thumbnail

'ქეცბაიამ გადამაწყვეტინა' - ჯანო ანანიძის პირველი კომენტარი ანორთოსისში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კარიერას ანორთოსისში გააგრძელებს
  • 27 წლის ფეხბურთელმა თავის არჩევანსა და თემურ ქეცბაიას ფაქტორზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიხე კარიერას ფამაგუსტას ანორთოსისში გააგრძელებს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის. მოსკოვის სპარტაკთან ცოტა ხნის წინ განშორებულმა ფეხბურთელმა კვიპროსულ კლუბთან კონტრაქტი 5 თვით, სეზონის ბოლომდე გააფორმა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ანორთოსისთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯანომ პირველი კომენტარი გააკეთა: 

"ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ აქ აღმოვჩნდი და მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო. ჩემთვის პრიორიტეტი ევროპა იყო. მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, გამორჩეულად კი თემურ ქეცბაიას. ვესაუბრე მას და მითხრა, რომ მოხარულია მის გუნდში ჩემი ხილვით.

ქეცბაია ჯანოს შესაძლებლობებს საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან იცნობს

ზოგადად, კვიპროსზე შეკრებაზე მანამდეც არაერთხელ ვყოფილვარ. ვიცოდი, რომ აქ საკმაოდ თბილა, კერძები გემრიელია და ყველაფერი კარგია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თემურმა გადამაწყვეტინა. მქონდა სხვა წინადადებებიც რუსეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, მაგრამ ისეთ მდგომაროებაში ვარ, რომ დიდი ხანია არ მითამაშია ტრამვებისა და სხვა პრობლემების გამო და ჩემთვის ყველაზე გადამწყვეტი სწორედ თემურის ფაქტორი აღმოჩნდა.

ვიცი, რომ ანორთოსისი დიდი გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანორთოსისის გულშემატკივრებს შევპირდები, რომ ჩემგან კარგ, შედეგიან თამაშს იხილავენ".

📺 ჯანოს პირველი კომენტარი ანორთოსისში

ჯანო ანანიძე ანორთოსისის მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ (ბუბა) დაუშვილის შემდეგ. 

ანორთოსისი, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო ლარნაკაშია ბაზირებული, კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. ლიგაში ჩატარებული 15 მატჩის შემდეგ, ქეცბაიას გუნდს 36 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ომონიას, რომელსაც თამაშით მეტი აქვს, 4 ქულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები