Thumbnail

'ყველაფერს მსაჯები გადაწყვეტენ' - ყვითელაშვილი მეტოქეებს ყურადღებას არ აქცევს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველმა მოციგურავემ ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში იასპარეზა
  • 24 წლის სპორტსმენი თავისი გამოსვლით მთლად კმაყოფილი მაინც არ დარჩა 

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში თავისი გამოსვლა შეაფასა. 

კონტინენტის პირველობა ავსტრიის ქალაქ გრაცში 22 იანვარს დაიწყო, 24 წლის ყვითელაშვილმა კი მოკლე პროგრამაში 82.77 ქულა და მე-4 ადგილი დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ყვითელაშვილზე უკეთესი შედეგები ჩეხმა მიხალ ბრჟეზინამ (34.17) და რუსებმა: დმიტრი ალიევმა (88.45) და არტურ დანიელიანმა (82.77) აჩვენეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

"გამოსვლით მთლად კმაყოფილი არ ვარ. კარგად ვიყავი მომზადებული, არ ვნერვიულობდი, სიამოვნებას ვიღებდი. სამწუხაროა, რომ ყველაფერი არ გამომივიდა. ჩემი მთავარი მეტოქეები აქ? ვცდილობ, ჩემი საქმე გავაკეთო, ყველაფერს კი მსაჯები გადაწყვეტენ", - აქვეყნებს ყვითელაშვილის ნათქვამს sport24.

ვაჟთა მოკლე პროგრამაში სულ 35 სპორტსმენი ჩაერთო. ყვითელაშვილთან ერთად იასპარეზა 19 წლის ირაკლი მაისურაძემაც, რომელიც 74.13 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა და თავისუფალ პროგრამაში ასევე გამოვა.  თავისუფალი პროგრამა გრაცში 23 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები