Thumbnail
  • ჯანო ანანიძე კარიერას დიდი ალბათობით ანორთოსისში გააგრძელებს
  • საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველი კვიპროსში უკვე ჩავიდა

ჯანო ანანიძე კვიპროსშია, სადაც უახლოეს მომავალში ანორთოსის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს და დიდი ალბათობით, ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

ჯანოს კუნძულზე ჩასვლის პირველ კადრებს კვიპროსული მედია აქვეყნებს, რომელიც ასევე იუწყება, რომ სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 5-თვიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 27 წლის ნახევარმცველმა ახლახან მოსკოვის სპარტაკთან ხელშეკრულება გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. თუკი ანორთოსისთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა,  ჯანო თემურ ქეცბაიას გუნდის მეხუთე ქართველი ლეგიონერი იქნება გიორგი ლორიას, ნიკა კაჭარავას, თორნიკე ოქრიაშვილისა და მურთაზ (ბუბა) დაუშვილის შემდეგ.  

მეტი ამ თემაზე:

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2007 წლიდან ირიცხებოდა, 2009-ში კი მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი ხშირმა ტრავმებმა შეუშალა. სპარტაკს ჯანო იჯარით სხვა გუნდებშიც ჰყავდა გაშვებული - როსტოვსა და კრილია სოვეტოვში, ამ ზამთარს კი კლუბმა და ფეხბურთელმა ხელშეკრულების ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

📺 | protathlima.com

კომენტარები

ბოლო ამბები