Thumbnail
  • საქართველო 12:6 თურქეთი
  • ჩემპიონატის ბოლო მატჩში ჩომახიძის გუნდი მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 - მე-12 ადგილებისთვის პლეი ოფში ჩაება, სადაც პირველ მატჩში თურქეთს შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა - 12:6.

რევაზ ჩომახიძის გუნდის უპირატესობა პირველივე მეოთხედში გამოიკვეთა, რომელიც გუნდმა 4:1 მოიგო. ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 6:3. მესამე მეოთხედიც, პირველის მსგავსად, ნაკრებმა 4:1 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყდა, ბოლო მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. 3-3 გოლი ანდრია ბითაძემ და მიხეილ ბაღათურიამ გაიტანეს. 

რევაზ ჩომახიძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში მოიგო

მე-9 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთისა და გერმანიის ნაკრებთან შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ათეულში ადგილი გაინაღდა, რაც ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ზედიზედ მე-4 ჩემპიონატზე ასპარეზობს: 2014 წელს მე-12 ადგილი დაიკავა, 2016 წელს - მე-14, ხოლო 2018 წელს - მე-13 ადგილი. 

საქართველო 12:6 თურქეთი

4:1, 2:2, 4:1, 2:2

საქართველო: რაზმაძე, ქავთარაძე, ცრეპულია (1), იმნაიშვილი (1), ბითაძე (3), იელაჩა, ჯახაია (2), ბაღათურია (3), რურუა (კაპ), მაგრაქველიძე (1), ვაპენსკი (1)

კომენტარები

ბოლო ამბები