Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები - 3 კანდიდატი ცნობილია

  • 30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ
  • კანდიდატები გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე არიან

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია - მოქმედ პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან ერთად, არჩევნებში მონაწილეობას ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძეც მიიღებენ. ა

ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის განცხადებები კანდიდატებად წარდგენის შესახებ, რაგბის კავშირში 21 იანვარს შევიდა. ამის შესახებ რაგბის კავშირის პრესსამსახური იუწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაგეგმილ ყრილობაზე ჩატარდება. პრეზიდენტი არჩეული იქნება ყრილობაზე დამსწრე კავშირის ნამდვილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

📺 ბაჩო ხურციძის ინტერვიუ პოპსპორტთან (13.12.2019)

კომენტარები

ბოლო ამბები