Thumbnail
  • ლივერპული ამ სეზონში წარმოუდგენლად კარგ ფორმაშია და რეკორდებს უმიზნებს
  • იურგენ კლოპს აქვს შანსი, გახდეს პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელიც პრემიერლიგას მოიგებს
  • კიდევ 4 მთავარი რეკორდი, რომლის დამყარება მერსისაიდელებს შეუძლიათ

ლივერპულს ძალიან შთამბეჭდავი სეზონი აქვს. 30-წლიანი პაუზის შემდეგ, “მერსისაიდელებს” ნანატრი ჩემპიონობი მოპოვება შეუძლიათ. გარდა პრემიელიიგის მოგებისა, მათ აქვთ შანსი, რამდენიმე რეკორდი მოხსნან.

ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებები

პრემიერლიგაში ზედიზედ ყველაზე მეტჯერ მატჩების მოგება პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ შეძლო. 2017 წელს “ქალაქელებმა” ინგლისის უმაღლეს ლიგაში ზედიზედ 18 მატჩის მოგება შეძლეს და ამით რეკორდი დაამყარეს, რომელსაც ახლა ლივერპული ემუქრება. “მერსისაიდელებმა” 19 იანვარს მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 დაამარცხეს და ამით პრემიერლიგაში ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგეს. იურგენ კლოპის შეგირდებს რეკორდის დასამყარებლად მომდევნო 6 შეხვედრის მოგება სჭირდებათ.

ყველაზე მეტი მოპოვებული ქულა

ეს რეკორდიც პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის ეკუთვნის. ესპანელი სპეციალისტის გაწვრთნილმა კლუბმა 2017/18 წლების პრემიერლიგის სეზონში 100 ქულის მოპოვება შეძლო, რაც ინგლისის მასშტაბით სარეკორდო მაჩვენებელია. ლივერპულს 22 თამაშის შემდეგ 64 ქულა აქვს, თუ “მერსისაიდელები” ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ, ისინი 112 ქულას დააგროვებენ. თუ კლოპის გუნდის ფორმას გავითვალისწინებთ, 100-ზე მეტი ქულის მოპოვება რეალურია.

ყველაზე ადრე გაფორმებული ჩემპიონობა

პრემიერლიგის ჩემპიონობა სეზონში ყველაზე ადრე მანჩესტერ იუნაიტედმა იზეიმა. 2000/01 წლების სეზონში “წითელმა ეშმაკებმა” ინგლისის ჩემპიონობა ოფიციალურად 14 აპრილს გაიფორმეს. ამ დროისთვის ლივერპული მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 13 ქულით უსწრებს, თუმცა “მერსისაიდელებს” 22 მატჩი აქვთ ჩატარებული, სიტის კი - 24.  ამ შედეგის გათვალისწინებით, სულაც არ არის წარმოუდგენელი, ლივერპულმა იუნაიტედის რეკორდი მოხსნას და 14 აპრილამდე იზეიმოს ჩემპიონობა.

პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისში ტიტულს მოიგებს

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გერმანელ მწვრთნელს ინგლისში არც ერთი შიდა ტიტული არ მოუგია: არც ასოციაციის თასი, არც პრემიერლიგა და არც ლიგის თასი. იურგენ კლოპს კი აქვს შანსი, გახდეს ისტორიაში პირველი გერმანელი, რომელიც ამას შეძლებს. ასევე: სადიო მანე იქნება პირველი სენეგალელი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგას მოიგებს. ნაბი კეიტა იქნება პირველი გვინეელი რომელიც ამას შეძლებს, მოჰამედ სალაჰი იქნება პირველი ეგვიპტელი და დეიან ლოვრენი პირველი ხორვატი.

ყველაზე გრძელი წაუგებელი სერია

რეკორდი არსენ ვენგერის არსენალს ეკუთვნის, რომელსაც იმ პერიოდში ვერავინ ამარცხებდა. 2003/04 წლებში “მეთოფეებმა” ზედიზედ 49 მატჩი არ წააგეს და ამით რეკორდი დაამყარეს. იურგენ კლოპის გაწვრთნილი ლივერპული არსენალის რეკორდიდან არცთუ ისე შორსაა. “მერსისაიდელებს” პრემიერლიგაში 39-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვთ!

კომენტარები

ბოლო ამბები