Thumbnail

როგორ დატოვა გოგა ბითაძემ იუტა ჯაზის ფანები უფასო სენდვიჩის გარეშე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

გოგა ბითაძეს იუტა ჯაზთან მატჩში 10 წუთი სათამაშო დრო მიეცა და ქართველმა ახალბედამაც 5 ქულის მოგროვება შეძლო, თუმცა მისი გუნდი 88:118 დამარცხდა. ამ შეხვედრის ბოლო მეოთხედში სახალისო ინციდენტი მოხდა, რომელშიც 20 წლის ქართველი ცენტრი მონაწილეობდა.

წაიკითხე | გოგა ბითაძე მაიკლ ჯორდანთან? შარლოტში მას სათამაშო დრო ექნება

Vivint Smart Home Arena-ზე ბოლო მეოთხედში საჯარიმოს ხაზზე გოგა ბითაძე მივიდა, რადგან მასზე იუტას ცენტრი ტონი ბრედლი დაჯარიმდა. გოგამ პირველი ააცილა, მეორე ცდაც არ ჩავარდა, რამაც დიდი ოვაციები გამოიწვია დარბაზში... თუმცა მსაჯებმა შენიშნეს, რომ მასპინძელთა სენეგალელმა კალათბურთელმა ჟორჟ ნიანგმა ფეხი ხაზზე დააბიჯა სროლისას. ამიტომაც გოგას განმეორებითი სროლის უფლება მისცეს და მანაც ჩააგდო. 

ამ ისტორიაში კი მთავარი ისაა, რომ ამ ჩაგდებით გოგამ მთელი დარბაზი ქათმის უფასო სენდვიჩების გარეშე დატოვა. საქმე ისაა, რომ იუტა ჯაზსა და კომპანია Chick-Fil-A-ს შორის არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, თუ მეტოქე გუნდის კალათბურთელს გადამწყვეტ მეოთხედში ფანები ზედიზედ ორი ჯარიმის გაფუჭებაში "დაეხმარებიან", მთელი დარბაზი ქათმის სენდვიჩებს მიიღებს.

ასე დატოვა გოგამ გადავსებული Vivint Smart Home Arena მშიერი, თუმცა იუტა ჯაზის ფანები გოგაზე მეტად ნიანგს უნდა გაუწყნენ. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები