Thumbnail

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ისლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი და გამარჯვების გოლო მე-19 წუთზე საბა ხვადაგიანმა გაიტანა.

U17 საქართველოს ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე B ჯგუფში ტაჯიკეთის, ისრაელის და ისლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. გიორგი ჩიტაურის გუნდს ჯგუფში დასკვნითი მატჩი აქვს დარჩენილი, რომელსაც ტაჯიკეთის ნაკრებთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები