Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგაში მეორე წრე დაიწყო

  • თსუ 6:2 თბილისი
  • თელასი 5:7 ილიაუნი
  • მართვე 3:4 ბსუ 

ფუტსალის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე წრე დაიწყო. მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. თსუ-ს და თბილისის შეხვედრის პირველ სამ წუთში უნივერსიტეტელები ბორის ესებუამ ორი ბურთით დააწინაურა. ტაიმის მიწურულს უპირატესობა შაკო კაპანაძემ გაზარდა, რასაც მეორე ნახევარში ლუკა ჭუმბურიძის, გიორგი ჩიმაკაძისა და ლაშა ერქომაიშვილის გოლები მოჰყვა. თსუ-მ ოცდამეცხრამეტე წუთამდე კარი მშრალად შეინახა, თუმცა საფინალო სირენამდე აველო კიკვაძემ დუბლი გაიფორმა და თბილისი საბოლოოდ 2:6 დამარცხდა.

მომქედი ჩემპიონი თელასი, დებიუტანტ ილიაუნის დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, 5:7. თელასის მხრიდან ჰეთთრიკი ამირან ცხომარიამ გაიფორმა, ორი გოლი კი გიორგი სოზაშვილის ანგარიშზეა. ილიაუნიში სამი ბურთი თეიმურაზ ექიზაშვილმა გაიტანა, ორ-ორი კი გიორგი ტიკურიშვილმა და ნიკა გვაზავამ.

ქუთაისის სპორტის სასახლეში მართვე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. პირველ ნახევარში, მასპინძლები გიორგი გურეშიძემ ორი ბურთით დააწინაურა. მეორე ტაიმში, ბსუ-მ წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები მეორედ წინ გიორგი ხელაძის გოლით გავიდნენ, თუმცა ანგარიში გიგა გიგაურმა გაათანაბრა. უნივერსიტეტელებმა ბოლო წუთზე ავტოგოლით 4:3 იმარჯვეს და მიმდინარე სეზონში პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

ექვსი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 15-15 ქულით თელასი და თსუ ლიდერობენ. ფუტსალის ლიგის მორიგი შეხვედრები სანაკრებო პაუზის შემდეგ, 7-8 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები