Thumbnail

დრამატული მარცხი რუსეთთან - ყველაფერი ერთმა ბურთმა გადაწყვიტა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 13:14 რუსეთი
  • ქართველი წყალბურთელების შემდეგი მეტოქე თურქეთია

საქართველოს ვაჟ წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე პირველი საპლეიოფო მატჩი ჩაატარა და რუსეთთან 13:14 (4:6, 2:3, 4:2, 3:3) წააგო.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 ადგილი დაიკავეს და მერვედფინალში ჯგუფში მე-2 პოზიციაზე გასულ რუსეთზე ასე გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეტოქე მუდმივად წინ იყო, თუმცა, ქართველები თამაშის გადარჩენის შანსს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ფაბიო ბარალდი და მარკო იელაჩა იყვნენ, რომელთაც 3-3 გოლი გაიტანეს, დამირ ცრეპულიამ, ზურაბ რურუამა და ბორის ვაპენსკიმ თავი 2-2-ჯერ გამოიჩინეს, ერთხელ კი გიორგი მაგრაქველიძემ შეაგდო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრები ევროპირველობის მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის ბრძოლას განაგრძობს და 22 იანვარს პირველ მეტოქედ თურქეთი ეყოლება. თუკი ქართველმა წყალბურთელებმა ეს მატჩი მოიგეს, 24 იანვარს, მე-9 პოზიციისთვის გერმანიასა და სავარაუდოდ, რუმინეთს შორის უმჯობესს გაეჯიბრებიან.

წყალბურთი: რუსეთი V საქართველო

წყალბურთი: რუსეთი V საქართველო

წყალბურთი: რუსეთი V საქართველო

წყალბურთი: რუსეთი V საქართველო

წყალბურთი: რუსეთი V საქართველო

საქართველო 13:14 რუსეთი

4:6, 2:3, 2:4, 3:3

საქართველო: შუბითიძე (რაზმაძე), ქავთარაძე, ცრეპულია (2), იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა (3), ჯახაია, ბაღათურია, რურუა (2, კაპ), მაგრაქველიძე (1), ბარალდი (3), ვაპენსკი (2).

კომენტარები

ბოლო ამბები