Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის მეკარეს ავარია შეემთხვა - ეს ლამბორგინი €200 ათასი ღირდა

  • მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე სერხიო რომერო ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა
  • 32 წლის არგენტინელს კლუბის ბაზაზე მიეჩქარებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა
  • თავად ფეხბურთელი უვნებელი გადარჩა, ავტომობილი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა 

მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე სერხიო რომერო ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. ამის შესახებ ინგლისური მედია იუწყება, რომლის ცნობით, 32 წლის არგენტინელი საკუთარი Lamborghini-თ გუნდის ვარჯიშზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, როდესაც ავარია შეემთხვა. 

თავად ფეხბურთელი უვნებელი გადარჩა, ავტომობილი კი, რომელიც 200 ათას ევროდ ფასდება, ტრასის ბარიერთან შეჯახების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

სერხიო რომერო დაზიანებებს რომ გადაურჩა, ეს მანჩესტერულ კლუბშიც დაადასტურეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, არგენტინელი მანჩესტერ იუნაიტედის დაგეგმილ ვარჯიშში მონაწილეობის მისაღებად მაინც გაეშურა.

სერხიო რომერო მანჩესტერ იუნაიტედში 2015 წლის ზაფხულში, იტალიური სამპდორიადან გადავიდა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა მეკარემ მანჩესტერული გუნდის მაისურით ყველა ტურნირის 9 მატჩში ითამაშა. აქედან 7-ში კარი "მშრალად" შეინახა და სულ 2 გოლი გაუშვა. 

ოლე გუნარ სულშერის გუნდი, რომლის მთავარი მეკარე  ესპანელი დავიდ დე ხეაა. მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში გასული 23 ტურის შემდეგ, 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები