Thumbnail

ნეიმარმა და კილიან მბაპემ პსჟ-ში ნომრები შეიცვალეს - კუმირების პატივსაცემად

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლორიანთან მატჩის განაცხადში, ნეიმარი და მბაპე განსხვავებული ნომრებით მოხვდნენ
  • ფეხბურთელებს ამ თამაშში თავიანთი კუმირების ნომრების არჩევის უფლება ჰქონდათ
  • ვინ არიან პარიზული კლუბის ამჟამინდელი ვარსკვლავების კუმირები  

საფრანგეთის თასზე ლორიანთან მატჩისთვის, პარი სენ-ჟერმენის განაცხადში ნეიმარი 12 ნომრით მოხვდა, კილიან მბაპე კი - 14-ით. შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივ, ბრაზილიელი პარიზული გუნდის ღირსებას 10-ნომრიანი მაისურით იცავს, ფრანგი კი - 7-ნომრიანით.

საქმე ისაა, რომ პსჟ-ის ფეხბურთელებს, რომლებიც ამ მატჩისთვის სათადარიგოთა შორის მოხვდნენ, უფლება ჰქონდათ, თავიანთი კუმირების ნომრები აერჩიათ. კილიან მბაპემ N14 ტიერი ანრის გამო აირჩია, ნეიმარმა კი N12 - ფალკაოს პატივსაცემად. არ აგერიოთ რადამელ ფალკაოში - აქ საუბარია ბრაზილიის ფუტსალის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავზე, ალესანდრო როზა ვიეირაზე (შემოკლებით ფალკაო).

📺 ფუტსალის ვარსკვლავი ფალკაო 

პარი სენ-ჟერმენმა ლორიანს მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია და საფრანგეთის თასის გათამაშების ⅛ ფინალში გავიდა. ამ მატჩში მონაწილება არც ნეიმარს მიუღია და არც კილიან მბაპეს, ერთადერთი გოლი კი მე-80 წუთზე პაბლო სარაბიამ გაიტანა.

27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პარი სენ-ჟერმენის ღირსება 12 მატჩში დაიცვა, 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. 21 წლის კილიან მბაპეს ანგარიშზე ჩემპიონატის 14 მატჩში გატანილი 13 გოლი და 4 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები