Thumbnail

AUS OPEN | სერენა კარგ ფორმაშია - იოლი გამარჯვება 58 წუთში

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • სერენა უილიამსი 6:0, 6:3 ანასტასია პოტაპოვა
  • სერენა მთელი შეხვედრა დომინანტური იყო

სერენა უილიამსი ავსტრალიის ღია პირველობაზე თავისი 24-ე დიდი სლემის მოპოვებას ეცდება. პირველი წრე სერენასთვის იოლი გამოდგა - სულ რაღაც 58 წუთში სერენამ ანასტასია პოტაპოვა დაამარცხა, თანაც ისე, რომ მეტოქეს მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო (6:0, 6:3).

38 წლის უილიამსმა 9 ეისი მოაწოდა, თავის ჩაწოდებაზე ბურთების 81 პროცენტი მოიგო და 13-ჯერ გავიდა ბადესთან, საიდანაც 11 გათამაშება მოიგო.

პოტაპოვა 90-ე ჩოგანი და უიმბლდონის ახალგაზრდული ტურნირის გამარჯვებულია, თუმცა სერენასთან შანსი არ ქონია. რუსმა ჩოგბურთელმა მეორე მოწოდებაზე 21-დან მხოლოდ 5 ბურთი მოიგო და ბადესთან მხოლოდ ერთხელ გავიდა.

სერენა მეორე წრეში სლოვენიელ თამარა ზიდანეკს შეხვდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • რაფაელ ნადალი
  • როჯერ ფედერერი
  • დომინიკ ტიმი
  • ალექსანდერ ზვერევი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები