Thumbnail

როგორც უკვე ვწერდით, ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში შეუცვლელად ითამაშა, რაც 2014 წლის შემდეგ არ მომხდარა. ამ ღირშესანიშნავ მოვლენას ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა სპეციალური სტატია მიუძღვნა.

“არც 20, არც 30... 40! სწორედ ამდენი წუთი დაჰყო მოედანზე თორნიკე შენგელიამ მადრიდის რეალთან მატჩში და შეხვედრის ერთ-ერთ გმირადაც იქცა.

თანამედროვე კალათბურთში, სადაც შემადგენლობის როტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მსგავსი რამ წაროუდგენელიც კია, თუმცა, ქართველმა ეს შესძლო. ის სათადარიგოთა სკამზე წამითაც კი არ დამჯდარა.

შენგელიამ ბასკონიას 16 ქულა მოუტანა, რომელთაგან 4 ბოლო წამებზე მიითვალა და რელთან გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

ესპანეთის ჩემპიონატში ბოლოს ასეთი რამ 2014 წლის 15 ივნისს მოხდა, როდესაც ვალენსია და ბარსელონა ნახევარფინალური სერიის მე-5 მატჩს ატარებდნენ.

მაშინ კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელინიო უერტასმა შეუცვლელად ითამაშა და შენგელიას მსგავსად, გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო”.

კომენტარები

ბოლო ამბები