Thumbnail
  • იუვენტუსი 2:1 პარმა
  • მაურიციო სარი იუვეს თამაშის სტილით უკმაყოფილო იყო
  • მას არ მოსწონს, რომ გუნდი როცა იგებს, დაცვიდან თამაშობს

კვირა საღამოს იუვემ პარმა მძიმე ბრძოლაში, კრიშტიანო რონალდოს დუბლით დაამარცხა და მეორეადგილოსან ინტერს 4 ქულით გაასწრო. თამაში იუვესთვის იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ყველას ეგონა - მატჩის ბოლო წუთებში იუვე მთელი გუნდით თავს იცავდა.

გამარჯვების მიუხედავად, მაურიციო სარი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღელვებული და უკმაყოფილო ჩანდა:

"მატჩის ბოლო წუთებში ჩვენ სხვანაირად უნდა ვითამაშოთ ხოლმე. არ მომწონს, რომ როცა ვიგებთ, თამაშის ბოლოს ბურთს საკუთარ ნახევარზე ვაგორავებთ და დაცვაში ვდგავართ. ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მირჩევნია ამ დროს შეტევაში წავიდეთ და კონტრშეტევაზე გავუშვათ, ვიდრე 10-15 წუთი მთლიანად დაცვაში გავატაროთ".

კრიშტიანო რონალდომ სერია A-ს ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა

სარის ეს კომენტარი ძალიან უცნაური იყო იმის გათვალისწინებით, რომ ის იუვენტუსში მუშაობს, გუნდში, რომლისთვისაც შედეგზე ორიენტირებული და პრაგმატული ფეხბურთი ყველაზე მეტად სახასიათოა. საერთოდაც, სეზონის სტარტის შემდეგ უკვე 6 თვე გავიდა, იუვე კი სარისთვის ტრადიციული ფეხბურთს მაინც არ თამაშობს - ტურინელები საუკეთესოები არ არიან პრესინგში, არ თამაშობენ დაცვის მაღალი ხაზით და ა.შ. პარმასთან გუშინდელი გამარჯვებაც იუვესთვის სტანდარტულ სტილში იყო.

სარიმ რონალდო შეაქო, რომელსაც ბოლო 7 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი და აღნიშნა, რომ რაბიოს და რემზის იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება ისევ უჭირთ. უელსელი და ფრანგი გუშინდელ თამაშში საუკეთესოები ნამდვილად არ იყვნენ.

📺 იუვენტუსი 2:1 პარმა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები