Thumbnail
  • დენვერი 107:115 ინდიანა
  • გოგა ბითაძის 4 ქულა და 2 მოხსნა
  • საბონისს სამმაგი დუბლი ჰქონდა, ყველაზე მეტი კი იოკიჩმა ჩააგდო

გოგა ბითაძის ინდიანას რთული გასვლა ჰქონდა - 'პეპსი ცენტრში', დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ დენვერ ნაგითსთან. დენვერი თამაშის დიდი ნაწილი იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი ინდიანამ 15 ქულით (41:26) მოიგო და გასვლაზე ძალიან მნივნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

გადამწყვეტი როლი პერიმეტრიდან სროლამ ითამაშა -  დენვერმა 23-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო (ზუსტი სროლების 13 პროცენტი), ინდიანამ  კი 29-დან 13 (ზუსტი სროლების 44.8 პროცენტი).

დენვერიდან საუკეთესო მისი ლიდერი ნიკოლა იოკიჩი იყო - სერბს 31 წუთში 30 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. ინდიანადან 22 ქულა ერთდროულად სამმა მოთამაშემ ჩააგდო: ბროგდონმა, საბონინსმა, ვორენმა. საუკეთესო ლიეტუველი ცენტრი დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 40 წუთში სამმაგი დუბლი გააკეთა - 22 ქულას 15 მოხსნა და 10 პასი დაუმატა. მატჩის გმირი კი სათადარიგო სკამიდან შემოსული დაგ მაკდერმოტი გახდა, რომელმაც გუნდში ყველაზე მეტი - 24 ქულა ჩააგდო, საიდანაც 16 მეოთხე მეოთხედში იყო. გადამწყვეტი სპურტი ინდიანამ სწორედ მაკდერმოტის ქულებთან ერთად შეასრულა.

ინდიანა ბურთს ძალიან კარგად ამოძრავებდა - ჩაგდებული 43 სროლიდან 31 პასის შედეგად შესრულდა.

გოგა ბითაძემ თითქმის 6 წუთი (5.56) ითამაშა და 4 ქულა ჩააგდო. გოგამ 4-ჯერ ისროლა, საიდანაც ორი სროლა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ერთი აცილებული სროლა გოგამ პერიმეტრიდან შეასრულა. ამასთან ერთად, მას ორი მოხსნა ჰქონდა, მათ შორის ერთი მეტოქის ფარზე. გოგასთან ერთად გატარებული 6 წუთიანი მონაკვეთი ინდიანამ 4 ქულით წააგო.

📺 გოგას ჩატენვა

ბითაძესთვის ეს მნიშვნელოვანი გამოცდა იყო, რადგან დენვერი - ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ტრადიციულად, აქცენტს სამწამიანიდან შეტევაზე აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ბითაძის მთავარ კონკურენტ მაილს ტერნერს ისევ არ წაუვიდა თამაში - ხუთიდან მხოლოდ ერთი ჩაგდებული ბურთი და 3 ქულა.

📺 დენვერი 107:115 ინდიანა

კომენტარები

ბოლო ამბები