Thumbnail

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მადრიდში რეალს 95:94 სძლია, ქართველი ფორვარდი კი შეხვედრის გმირად იქცა.

საინტერესოა, რომ შენგელიამ შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა, რაც თანამედროვე კალათბურთისთვის უშვიათესი ფაქტია, მითუმეტეს, ისეთ ძლიერ ჩემპიონატში, როგორიც ესპანური ლიგა ენდესაა.

მატჩის დასრულებამდე 25 წამით ადრე ტაბლოზე ფრე (91:91) იყო დაფიქსირებული, როდესაც შენგელიამ ფარქვეშ შეჭრა მოახერხა და ლამაზი სლემ-დანქი განახორციელა, საპასუხო შეტევაში ფაკუნდო კამპაცომ ვერ ივარგა, მადრიდელები თორნიკეზე დაჯარიმდენ და მან 2-ვე ტყორცნა გამოიყენა – 91:95.

საფინალო სირენამდე ხუთიოდ წამით ადრე, რეალის ვარსკვლავმა სერხიო ლულმა ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, რასაც შენგელიას წინააღმდეგ კიდევ 1 პერსონალური ფოლი მოჰყვა.

ამ შემთხვევაში, ქართველმა ლეგიონერმა ვერცერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა, თუმცა, იმავე ლულის მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი მიზანს მიღმა გაუშვა და ბასკონიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოო ჯამში, შენგელიამ 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 16 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაფარება მოაგროვა.

ჩვენებურმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თბილისის ვითას ყოფილი კალათბურთელი პიერია ჰენრი იყო, რომელმაც 26 ქულა ჩააგდო, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მეტ ჯენინგმა კი 9 ქულა მიითვალა.

რეალის მხრიდან გამორჩეულები უკვე ნახსენები კალათბურთელები იყვნენ: კამპაცომ 8-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და თავი 27 ქულას მოყარა, ლულის მონაგარი კი 23 ქულა იყო.

ბასკონიამ 9 მოგება და 9 წაგება მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 26 იანვარს, შინ, მორაბანკ ანდორასთან ჩაატარებს.

მადრიდის რეალისა და ბასკონიას მატჩის ბოლო წუთები

მადრიდის რეალისა და ბასკონიას მატჩის ბოლო წუთები თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე შესვლა და გადამწყვეტი ქულები ბოლო წუთზე

Posted by Silk Sport on კვირა, 19 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები