Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ოლივეირენშეში ყველაზე შედეგიანი იყო
  • დუდა სანაძის გუნდმა სათასო გზაზე სპორტინგსა და ბენფიკას აჯობა

ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე პორტუგალიის ლიგის თასის მფლობელი გახდა.

დუდა სანაძე პორტუგალიის თასით

სანაძის ოლივეირენშემ ნახევარფინალში სპორტინგს 93:88 სძლია (დუდამ 14 ქულა მოაგროვა), ფინალში კი კიდევ ერთ ლისაბონურ გრანდ ბენფიკას აჯობა – 83:81.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში იყო, 17 ქულით თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

დუდამ 22:02 წუთში 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, აქტივში 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ფოლი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში სწორედ ბენფიკას, სპორტინგსა და პორტუს ჩამორჩება და 11 მოგებით მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 იანვარს, სტუმრად, ლუზიტანიასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები