Thumbnail

‘მე უფრო ვარ რუსი, ვიდრე ხაბიბი’ - მაკგრეგორი დაღესტანში ჩხუბისთვისაც მზადაა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კონორ მაკგრეგორს სურს, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვს მოსკოვში შეხვდეს
  • ირლანდიელმა აღნიშნა, რომ დაღესტანში ჩხუბზეც არ იტყვის უარს

დონალდ სერონესთან 40 წამში მოგებული ბრძოლის შემდეგ კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვთან შესაძლო მატჩ-რევანშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან უნდა, ეს ბრძოლა მოსკოვში გაიმართოს.

“რატომაა დანა უაითი იმის წინააღმდეგი, რომ ხაბიბთან ჩემი ჩხუბი მოსკოვში გაიმართოს? მიზეზი ტელეტრანსლაციებიდან შემოსული თანხაა? რამდენი ფული სჭირდება მას კიდევ?” - იხუმრა მაკგრეგორმა და რუსეთისა და რუსების მიმართ ასეთი კომენტარი გააკეთა: “რუსეთი მიყვარს. მიყვარს რუსი ხალხიც. მე უფრო ვარ რუსი, ვიდრე ხაბიბ ნურმაგომედოვი. ცოტა ხნის წინ მოსკოვში ვიყავი, რუსებს შერეული ორთაბრძოლები ნამდვილი სიყვარულით უყვართ. ისინი მე მქომაგობენ. მოსკოვის ქუჩებში ხალხი ჩემს სახელს სკანდირებდა. ძალიან მინდა, რომ რუსეთში ვიჩხუბო და ვნახოთ, რა გამოვა. ხაბიბს თავისი სტილი აქვს, მე მასთან რევანშისთვის სერიოზულად მოვემზადები.”

📋 მეტი ამ თემაზე:

მაკგრეგორმა დაამატა, რომ მზადაა, ხაბიბს დაღესტანშიც კი ეჩხუბოს: “დიახ, პრობლემა არ არის და მზად ვარ, რომ ხაბიბს დაღესტანში ვეჩხუბო. სხვათა შორის, დაღესტანში მეგობრები მყავს, კონფლიქტი კი მხოლოდ ერთ დაღესტნელთან მაქვს.”

შეგახსენებთ, რომ UFC-ის 246-ე ბრძოლის ღამეს კონორ მაკგრეგორმა ნევადაში MMA-ს ლეგენდა დონალდ 'კოვბოი' სერონე 40 წამში, ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები