Thumbnail
  • ტულონი 50:6 ბაიონა
  • ქართველმა ბურჯმა თავი დუბლით გამოიჩინა

ჩელენჯ ქაფის მე-6 ტურში ტულონმა ბაიონას უმასპინძლა და მეტოქეს 44 ქულით აჯობა - 50:6. მატჩის ერთ-ერთი გმირი ტულონელთა ქართველი ბურჯი ბექა გიგაშვილი გახდა, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 2 ლელო მიითვალა.

გიგაშვილი მოედანზე მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა და თავი 20-წუთიან მონაკვეთში გამოიჩინა. ბექამ პირველი ლელო 47-ე წუთზე გაიტანა, მეორე კი - 67-ეზე. სტუმართა მაისურით 50-ე წუთიდან გაისარჯა იოანე იაშაღაშვილი.

ტულონმა ჩელენჯ ქაფის მე-2 ჯგუფში 6-დან 6 მატჩი მოიგო - ფრანგებმა 28 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილზე გასულ უელსურ სკარლეტსს 9 ქულით გაუსწრეს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მეოთხედფინალში გიგაშვილის გუნდი სწორედ სკარლეტსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები