Thumbnail
  • ბრივი 33:29 სტად ფრანსე
  • გიორგაძის დუბლი, ლობჟანიძის ლელო და აბჟანდაძის 2 გარდასახვა

ჩელენჯ ქაფის მე-6 ტურში ფრანგული დაპირისპირება გაიმართა. ბრივმა ამედი დომენეს სახელობის სტადიონზე სტად ფრანსეს უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულით, 33:29 მოუგო.

მასპინძელთა რიგებში 3 ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო: ვანო კარკაძე, ოთარ გიორგაძე და ვასილ ლობჟანიძე. სათადარიგო სკამზე კი თედო აბჟანდაძე დარჩა.

ოთარ გიორგაძემ დუბლი შეასრულა. მან მეტოქე მე-15 და 44-ე წუთებზე დაალელოვა. ვასილ ლობჟანიძემ ლელოთი თავი შეხვედრის 57-ე წუთზე გამოიჩინა. ლობჟანიძის ლელო ცვლილებაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ გარდასახა. თედომ შეხვედრაში 2 გარდასახვა დაარტყა და ორივე გამოიყენა.

სტუმართა რიგებში გიორგი მელიქიძე იყო, რომელმაც თამაში სასტარო შემადგენლობაში დაიწყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. ბრივს მე-4 ჯგუფში 14 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია და მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს.

ქართველების სტატისტიკა ბრივისა და სტად ფრანსეს მატჩში

ოთარ გიორგაძე - 52 წუთში 2 ლელო

ვასილ ლობჟანიძე - 62 წუთში ერთი ლელო

თედო აბჟანდაძე - 30 წუთში 2 გარდასახვა

ვანო კარკაძე - 52 წუთი, გიორგი მელიქიძე - 50 წუთი

კომენტარები

ბოლო ამბები