Thumbnail
  • გიორგი შერმადინის მორიგი ორმაგი დუბლი ესპანეთის ჩემპიონატში
  • ბექა ბურჯანაძის გუნდი დამარცხდა

ესპანეთის ACB ლიგაში კვლავ გაიბრწყინა ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა, მისმა ტენერიფემ აუტსაიდერ ესტუდიანტესს 76:59 მოუგო, შერმადინი კი მატჩის MVP გახდა.

ქართველმა ცენტრმა სულ რაღაც 25:25 წუთში მოახერხა 21 ქულის, 14 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება. მის ანგარიშზე ერთი ჩაჭრაცაა, გიორგიმ ბურთი ხუთჯერ დაკარგა. ტენერიფე 12-6 ბალანსით მე-4 ადგილზეა და 26 იანვარს თად მაკფადენის ბურგოსს ესტუმრება. 

ბექა ბურჯანაძის გრან კანარია სტუმრად სარაგოსასან 62:81 დამარცხდა. 14:51 წუთში ბექამ ქულაც ვერ ჩააგდო.   

კომენტარები

ბოლო ამბები