Thumbnail

'ბლოკირება მეც დავინახე, ტყუილად კამათობენ' - ზიდანის რეალმა სევილია დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რეალი 2:1 სევილია
  • ზინედინ ზიდანის კომენტარი მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" სევილიას უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. კაზემირომ დუბლი შეასრულა, ხოლო სტუმართაგან გოლი ლუკ დე იონგმა გაიტანა. სხვათა შორის, დე იონგმა პირველ ტაიმშიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი VAR-თან კონსულტაციის მერე ჯარიმის გამო გააუქმა.

შესვენებაზე კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ეუბნებოდა ხულიენ ლოპეტეგი სევილიას სპორტულ დირექტორ მონჩის. სხვათა შორის, მატჩის მერე მონჩიმ განაცხადა, რომ მსაჯს მეორე გოლიც რომ გაეუქმებინა, ის მოედნიდან გუნდს გამოიყვანდა. 

ამ მოგებით ზინედინ ზიდანის გუნდი 43 ქულით პირველ ადგილზე გადავიდა, სანამ ბარსელონა გრანადას უმასპინძლებს (ამ მატჩში კიკე სეტიენის დებიუტი შედგება). სევილია 35 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ზინედინ ზიდანი (რეალის მწვრთნელი): "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, როცა სევილიას ბევრის გაკეთების უფლებას აძლევ, დაზარალდები. მეორე ტაიმში მეტოქის კარზე ვიყავით დაგეშილები. თამაშში 90 წუთის განმავლობაში უნდა იყო კონცენტრირებული.

გაუქმებული გოლის ეპიზოდი კარგად დავინახე, ეს იყო ბლოკირება, ნაღდი ჯარიმა და არ არის საჭირო ამ თემაზე ჩივილი. კაზემირომ კიდევ ერთხელ გამაკვირვა სასიამოვნოდ".  

კომენტარები

ბოლო ამბები