Thumbnail

ესპანიოლმა რეალი 11 წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხა

  • ესპანიოლი 1:0 მადრიდის რეალი.
  • ესპანიოლი გასავარდნ ზონას 12-ქულით დაშორდა.
  • რეალმა მიმდინარე სეზონში კატალონიის სამ კლუბთან წააგო.

ლა ლიგის 26-ე ტური ესპანიოლისა და მადრიდის რეალის შეხვედრით გაიხსნა. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდს 4-მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელება სურდა, რაც სამეფო კლუბთან გამოუვიდა. ზინედინ ზიდანმა კრიშტიანო რონალდო განაცხადში არ შეიყვანა - კარიმ ბენზემა სათადარიგო სკამზე იყო.

პირველ ტაიმში, ისკოს ჩაწოდების შემდეგ, გარეთ ბეილის დარტყმა დიეგო ლოპესმა აიღო. მსაჯმა ჟერარდ მორენოს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ზიდანმა მოედანზე კარიმ ბენზემა შეუშვა. კიკე სანჩეს ფლორესმა ლეო ბაპტიშტაოს უხმო. გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მორენოს რამდენჯერმე შეეძლო გატანა.

ესპანიოლის შემტევმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მადრიდის რეალს მაინც გაუტანა. დიეგო ლოპესის პასი მორენომ კარგად დაამუშავა და ბურთი ფლანგზე სერხიო გარსიას გაატანა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც, მორენომ ნავასს აუღებელი დაურტყა და ესპანიოლს შეხვედრა მოაგებინა.

ესპანიოლს 31 ქულა და მე-13 ადგილს იკავებს. მადრიდის რეალს 51 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

ფაქტები

11-წლიანი პაუზის შემდეგ, ესპანიოლმა რეალი ლა ლიგაში დაამარცხა. ესპანიოლის ბოლო მოგება რეალთან 2007 წელს ფიქსირდებოდა. კატალონიელებმა მაშინ ალბერტ რიერასა და რაულ ტამუდოს გოლებით მადრიდის რეალი 2:1 დაამარცხეს.

რეალმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მოთამაშე სამივე კატალონიურ კლუბთან წააგო. ბარსელონასთან სანტიანო ბერნაბეუზე - 3:0. ჟირონასთან მონტილივიზე - 2:1 და ესპანიოლთან 1:0.

გარეთ ბეილი რეალში ჩატარებული მატჩების რაოდენობით დევიდ ბექჰემს გაუტოლდა. ბრიტანელებს სამეფო კლუბის მაისურით 116-116 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

ესპანიოლმა მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მადრიდის რეალთან, ბარსელონასთან და ატლეტიკოსთან არ წააგო. ბოლოს ასეთი რამ 1997/98-წლების სეზონში მოხდა.


ჟირონა 1:0 სელტა.

პორტუს მიერ მე-14 წუთზე გატანილი გოლით, კატალონიურმა კლუბმა მორიგი მატჩი მოიგო. 37 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე იმყოფება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები