Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილი მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება
  • ქართველი ფორვარდის გარეშე სეტონ ჰოლი კარგად ასპარეზობს

NCAA-ს ელიტაში მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილმა დეკემბრის დასაწყისში სერიოზული ტრავმა მიიღო, სეტონ ჰოლის მძიმე ფორვარდმა ბურთისთვის ბრძოლაში მაჯის ძვალი მოიტეხა. მაშინ ექიმებმა სანდროს თებერვლამდე იძულებითი უქმობა გამოუწერეს.

ნიუ ჯერსიდან სასიამოვნო სიახლე გვაქვს - სანდრო მამუკელაშვილმა უკვე ბურთთან ერთად დაიწყო ვარჯიში და მალე ექიმები მას კონტაქტური ვარჯიშების უფლებასაც მისცემენ. ასე რომ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და ქართველი ფორვარდი თებერვლისთვის დაუბრუნდება სეტონ ჰოლს, რომელიც NCAA-ში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

"სანდრო მამუკელაშვილი 1-2 კვირაში მოედანს დაუბრუნდება", - წერს sbnation.com.

კომენტარები

ბოლო ამბები