Thumbnail

უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფი მსოფლიოს ჩემპიონ იტალიასთან მარცხით დაასრულა - 6:18

მატჩამდე საბერძნეთის ნაკრებმა 12:10 დაამარცხა საფრანგეთი და ამით რევაზ ჩომახიძის გუნდმა ოფიციალურად მოიპოვა პლეი ოფის საგზური. იტალიის ნაკრები პირდაპირ 1/4 ფინალში გავიდნენ, ხოლო საბერძნეთი და საქართველო პლეი ოფში. საფრანგეთის ნაკრები კი ბრძოლას მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს. 

გიორგი მაგრაქველიძემ ორი გოლი გაიტანა

პირველი მეოთხედის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე გიორგი მაგრაქველიძემ შორეული დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა მეტოქის მეკარეს. სხვა მხრივ, პირველ მეოთხედში იტალია დომინირებდა - 4:1.

მეორე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოვიდა, ქართველმა წყალბურთელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს - ეს ანდრია ბითაძემ და მაგრაქველიძემ შეძლეს. ტაიმი იტალიის ნაკრებმა 7:3 მოიგო.

მესემე მეოთხედი უხვგოლიან გამოდგა - 8 გოლი გავიდა, აქედან სამი ქართველთა ანგარიშზეა. გოლები ხვიჩა ჯახაიამ, ზურაბ რურუამ და დამირ ცრეპულიამ გაიტანეს.

ბოლო მეოთხედში სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მთლიანად ჩავარდა და 0:6 წააგო. 

პლეი ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე დღეს მოგვიანებით გაირკვევა, თუმცა დიდი ალბათობით, ის რუსეთის ნაკრები იქნება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეოთხედ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე და საუკეთესო მიღწევის (მე-12 ადგილი) გამეორება უკვე განაღდებული აქვს. 

საქართველო 6:18 იტალია

1:4, 2:3, 3:5, 0:6

საქართველო: რაზმაძე, ქავთარაძე, ცრეპულია (1), იმნაიშვილი, ბითაძე (1), იელაჩა, ჯახაია (1), ბაღათურია, რურუა (1), მაგრაქველიძე (2), ბარალდი, ვაპენსკი.

კომენტარები

ბოლო ამბები