Thumbnail

კონტრაქტი უნდა გაწყდეს! ჯანო ანანიძე და მოსკოვის სპარტაკი გამოსავალს ეძებენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსულ მედიაში ანანიძის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაჩნდა
  • ჯანო და მოსკოვის სპარტაკი დასაშორებლად კომპრომისულ ვარიანტს ეძებენ
  • 27 წლის ფეხბურთელი კომპენსაციას და კარიერის ხელახლა აწყობის შანსს მიიღებს  

არის მოლოდინი, რომ ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკთან კონტრაქტს ზამთარში გაწყვიტავს და ახალ კლუბს უკვე თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნის. 27 წლის ქართველ ნახევარმცველსა და მოსკოვურ კლუბს შორის შექმნილ ვითარებზე რუსი ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი წერს.

ჯანო მოსკოვური კლუბის სისტემაში 2007 წელს აღმოჩნდა

"ჯანო და სპარტაკი კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტს ეძებენ. ნახევარმცველს ხელშეკრულების ამოწურვამდე კიდევ 17 თვე რჩება. გუშინ მან სამედიცინო შემოწმება სპარტაკი 2-თან ერთად გაიარა და სავარაუდოდ, 22 იანვარს გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება.

ჯერჯერობით, მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავებულია. დასაშორებლად კომპრომისული გადაწყვეტილება კი ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა: ფეხბურთელი მიიღებდა კომპენსაციას და კარიერის ხელახლა დაწყების შანსს (ტომბოვში წასასვლელად მზად ჯერ არ არის), კლუბი კი კონტრაქტით გარანტირებულად გადასხდელი გასამრჯელოს ნაწილს დაზოგავდა. 

ფაქტობრივად, სპარტაკი 2-მა მიიღო გამოცდილი ფეხბურთელი, რომლის ხელფასი უფრო დიდია, ვიდრე მთელი შემადგენლობის", - წერს ეგოროვი.

ანანიძეს მოსკოველებთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება, მისი წლიური ხელფასი კლუბში კი, არაოფიციალური ინფორმაციით, 1,7 მილონ ევროს შეადგენს.

მანამდე რუსულ მედიაში დაიწერა, რომ სპარტაკი ჯანოს იჯარით სხვა კლუბში გაშვებას და მისი ხელფასის ნაწილის დაფარვას დათანხმდებოდა. ამასთან, დასახელდა ორი რუსული და ერთი თურქული კლუბი, რომლებიც ქართველი ფეხბურთელით ინტერესდებოდნენ: ტულის არსენალი, ტამბოვი და დენიზლისპორი.

ჯანოს კლუბის შეცვლა ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე სასწრაფოდ სჭირდება

ჯანო ანანიძე მოსკოვის სპარტაკში 2009 წლიდან გამოდის, თუმცა ხშირმა და მძიმე ტრავმებმა მისი კარიერა მნიშვნელოვნად დააზარალა. სპარტაკმა ქართველი ფეხბურთელი ორჯერ იჯარით სხვა კლუბშიც გაუშვა -  ჯერ როსტოვში (2013/14 წლების სეზონში), შემდე კი სამარის კრილია სოვეტოვში (2018/19). მოსკოვურ კლუბში დაბრუნებულმა ჯანომ მოლოდინი ვერ გაამართლა - მიმდინარე სეზონის 10 მატჩში ითამაშა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

კომენტარები

ბოლო ამბები