Thumbnail
  • ბუდაპეშტში, წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი მსაჯობს
  • ლევან ბერიშვილი ტურნირზე ევროპის საერთაშორისო ფედერაციამ მიიწვია

ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ქართველი არბიტრი ლევან ბერიშვილი მსაჯობს. საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი პრესტიჟულ ტურნირზე ევროპის საერთაშორისო ფედერაციის მიწვევით მოხვდა.

ლევან ბერიშვილისთვის ეს პირველი ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც მსაჯობს. გამოცდილმა ქართველმა არბიტრმა აქამდე 2018/2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ასევე 2018 წლის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატსა და 2019 წლის ევროთასის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე იმსაჯა.

ლევან ბერიშვილი: "ყველა ფედერაციას აქვს საკუთარი კვოტა ევროპის და მსოფლიოს ფედერაციაში. ტურნირზე ჩემი გამოძახება ევროპის საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციიდან მოხდა. პირველად ვმსაჯობ ევროპის ჩემპიონატზე, რაც უდიდესი პატივია. იმედია ეს ტურნირი ჩემთვისაც და ჩვენი ნაკრებისთვისაც წარმატებული იქნება".

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ორი მატჩი უკვე გამართა. ქართველმა წყალბურთელებმა საფრანგეთს მოუგეს, ფავორიტ საბერძენთთან კი წააგეს. 18 იანვარს რევაზ ჩომახიძის გუნდი იტალიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები